|
2016-03-02 18:26:44, 1513 ნახვა
რეგიონი
გორის მოსახლეობას ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი გააცნეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადენებლეთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არსებული შესაძლებლობების, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა. შეხვედრა ორგანიზებული იყო სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შვილობილი კომპანიის - შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს თანამშრომლების მიერ. შეხვედრის დროს განხილულ იქნა შესაძლო სამუშაო ადგილების საკითხი, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება, ვინაიდან პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. აღნიშნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, აუცილებელია მუდმივ რეჟიმში ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტი, მათი ინფორმირება და ჩართულობა. ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოსთვის პირველი პროექტია. სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელ. ენერგია კი 88 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. სამშენებლო ეტაპი დაიწყება მიმდინარე წლის მარტის თვეში, ხოლო დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)