08:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 21:22:25, 405 ნახვა

მსოფლიო
ჰელსინკის კომისია - „ამერიკელი ხალხი ქართველებთან ერთად დგას მათ მუდმივ ბრძოლაში“

"ამერიკელი ხალხი ქართველებთან ერთად დგას მათ მუდმივ ბრძოლაში, რათა გადაარჩინონ თავიანთი ქვეყანა ივანიშვილის ტირანიისგან", - ამის შესახებ X-ზე აშშ-ის ჰელსინკის კომისია წერს და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება.

"წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშის ზარს სცემდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ მცდელობებზე ქართული დემოკრატიის საბოტაჟისთვის, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი თავდასხმისა და საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზის ჩაძირვის გამო.

დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ მისი წამყვანი როლის გამო საქართველოს რუსეთისა და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიზიდვაში.

ამერიკელი ხალხი ქართველებთან ერთად დგას მათ მუდმივ ბრძოლაში, რათა გადაარჩინონ თავიანთი ქვეყანა ივანიშვილის ტირანიისგან," - წერს ჰელსინკის კომისია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics