05:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 23:21:24, 523 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ახალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე უნდა ჩატარდეს

ახალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის ლიდერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშავს, ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს - აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გამოდის ადამიანები და აპროტესტებენ უსამართლობას, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და მინდა ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქუჩიდან დავაფიქსირო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მძევლად აიყვანა ივანიშვილმა, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. ბევრ ადამიანს შევხვდი და მათი პირველი მოთხოვნაა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის გასამართლებული ადამიანები დაუბრუნდნენ ოჯახებს.

ქრისტიანულ დღესასწაულს, შობას ხომ უნდა შეხვდნენ ოჯახებში. ადამიანები სასტიკად სცემეს, დაასახიჩრეს და კიდევ ციხეში ჩასვეს, ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის არც სამართლებრივად სწორი, არც ადამიანურად, არც მოქალაქეობრივად, არც ქრისტიანულად, შობა დღეს ეს ადამიანები ოჯახებთან ერთად უნდა იყვნენ და მეორე მოთხოვნა, ეს არის თავისუფალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილთან ერთად ცხადია არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმავეს და ეს არის ხალხის ხმა ყველა კუთხიდან, ქალაქიდან",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics