08:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 13:16:01, 437 ნახვა

პოლიტიკა
სიორიძე - შავი დღე ცესკოსთვის, და „ოცნებისთვის“ - ეს ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია

შავი დღე ცესკოსთვის, და „ოცნებისთვის“ - ეს ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

სიორიძის თქმით, ოდირის რეკომენდაციებში ასახულია ყველა ის პრობლემა, რაზეც საუბარი ხანგრძლივად მიმდინარეობდა.

„ეუთოს რეკომენდაციებით, მომავალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ მიკერძოებული ცესკოს მიერ.

ეუთო/ოდირის დასკვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმძიმესად აფასებს. ეს ორგანიზაცია არჩევნების პოლიტიკური ლეგიტიმაციის შეფასებას არ ახდენს. თუმცა არასოდეს ყოფილა ის თავის შეფასებებში ასეთი ნეგატიური, არასოდეს ასეთი მკაცრი - რეკომენდაციებში. შესაბამისად, დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ-არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს უწინდელ რეკომენდაციებს.

ოდირის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის მიკერძოებული, რომელშიც დომინირებს მმართველი პარტია და ეს ეხება როგორც ცესკოს, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიების მიერ დანიშნული წევრები მთლიანად იყვნენ გამოთიშულნი.

საარჩევნო ტექნოლოგიები მთლიანად იყო ხელისუფლების მიერ მართული პირების ხელში და მასთან დაკავშირებულ პროცესებში არ მონაწილეობდნენ ჩართული მხარეები (როგორც პარტიები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები).

ოდირის რეკომენდაციებში ასახულია, პრაქტიკულად, ყველა ის პრობლემა, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდით, მათ შორის: უმეტესობა უბნებში შეუძლებელი იყო სრულფასოვანი დაკვირვება, ბიულეტენებზე სპეციალური მარკერის გამონაჟონით გამოწვეული შედეგები, რამაც დაარღვია ფარულობის პრინციპი და სხვა.

ფაქტია, რომ ახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ“,- განაცხადა სიორიძემ.

შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics