13:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 10:35:15, 406 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - „ოცნება“ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ის ხელჩამოურთმეველია და ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მას აღიარება არ ექნება

„ოცნება“ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ის ხელჩამოურთმეველია და ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მას აღიარება არ ექნება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დამძიმდება.

„სანქციები დამძიმდება შეერთებული შტატების მხრიდან სახაზინო სანქციები იქნება, ფინანსური სანქციები. მე არ მიყვარს ზოგადად ამაზე საუბარი, მაგრამ ვიცი, რომ მოლოდინები არის ამასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. შემდეგი რაც იქნება, ალბათ, ვვარაუდობ, რომ ევროკავშირიდან, თუ სრული შეთანხმება არ მოხდება, ცალკეული ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია, ცალკეული ქვეყნების მხრიდან იქნება სავიზო სანქციები, მათ შორის, ფინანსურიც.

„ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ის ხელჩამოურთმეველია და ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მას აღიარება არ ექნება. ამიტომ, ვიდრე, ჯერ კიდევ, რაღაც სიცოცხლის ნიშანწყალი დარჩენიათ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ემზადონ ახალი არჩევნებისთვის“,- განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics