|
2024-12-18 00:25:11, 424 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთის საგარეო - საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი სრულად დავუჭირეთ
ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ესპანეთის საგარეო უწყება ასევე უთითებს, რომ დეზინფორმაცია დემოკრატიებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას, რომლებმაც მისი თქმით, „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე“. „ესენი არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“,- განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღესვე, განცხადება გაავრცელა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანის“ გამო, იმედგაცრუება გამოხატა. რუმინეთის შემდეგ, განცხადება გაავრცელა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ქვეყანამ „კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას, მხარი დაუჭირა“.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)