18:20 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 17:15:47, 387 ნახვა

საზოგადოება
12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი დატოვა

12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი დატოვა.

როგორც გვარამიამ იზოლატორის დატოვების შედეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.

"სადაც სხვები, იქაც მე, მიტინგზე მეც წავალ აუცილებლად. როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ. ეს სახალხო პროტესტია. ყველა, ვინც ამ პროტესტზე ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი, ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ქვეყანაში არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა არ შეიძლება",- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.

ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics