15:44 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 14:48:14, 378 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

შეგახსენებთ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავება თბილისში, 4დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მას შემდეგ მოხდა, რაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ქუჩაში უცნობი პირები დახვდნენ და მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics