|
2024-12-16 13:35:35, 347 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ავიაბაზარზე Air China-მ ოპერირება დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ავიაკომპანიამ, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან BOENG 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა. ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. მათივე ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Air China-სთან, ოპერირების დაწყების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. აეროპორტების გაერთიანება Air China-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.
2024 წლის იანვარ-სექტემბრის ჩათვლით, ჩინეთიდან პირდაპირი გზით შემოსული ტურისტების რაოდენობამ 66,485 მგზავრი შეადგინა. Air China არის მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა. 69 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ის Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)