|
2024-12-16 10:59:51, 473 ნახვა
მსოფლიო
მაიოტაში ციკლონს ასობით ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიას, ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგ მაიოტას ძლიერი ციკლონი „ჩიდო“ თავს დაატყდა, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი და შესაძლოა, ათასობითაც კი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ყველა მსხვერპლის აღრიცხვა რთულია და შესაბამისად, ამ ეტაპზე, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ციკლონმა „ჩიდომ“ მაიოტას ღამით დაარტყა. „მეტეო-ფრანსის“ მონაცემებით, ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა. დაზიანდა საცხოვრებელი, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო. სინოპტიკოსების შეფასებით, კუნძულებს ასეთი ძლიერი ქარიშხალი 90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ დასტყდომია თავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)