|
2024-12-16 00:35:46, 407 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - ევროკავშირში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან
ევროკავშირში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ. განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში. ჩვენ არ ვიძახით უარს და შემდეგ დღეებში პირდაპირ უკვე, მკაფიოდ, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომ დღესვე მზადა ვართ, გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივართ პროცესში. ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე არის. ამ დამოკიდებულებას ვგულისხმობ, რომ ჩვენ უარი კი არა, პირიქით, განწყობილი ვართ, რომ მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს, თორემ იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენს მიმართ ჩადიან და რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ. ჩვენ ვიცით, რომ ეს პოზიციები უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ ჩვენს ინტერესებში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცით, რომ მათ ინტერესებშიც შედის და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს." - განაცხადა ყაველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)