|
2024-12-14 17:54:58, 441 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა - რაც მოხდა, ფარსი იყო
ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება. როგორც იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა და „რაც მოხდა, ფარსი იყო“.
შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყაველაშვილის კანდიდატურას საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)