23:42 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 19:21:43, 373 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა.
შეხვედრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა. უმაღლესმა კომისარმა მიულოცა საქართველოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა 2016-2018 წწ ვადით. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ადამიანის უფლებადა საკითხებზე ორგანიზაციის დღის წესრიგის ეფექტურად განხორციელებისათვის.
გაერო-ს უმაღლეს კომისართან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე, კმაყოფილებით აღინიშნა ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცება. ისაუბრეს  შესაბამისი საკანონმდებლო თუ უწყებრივ რეფორმებზე, რაც ემსახურება  ქვეყანაში კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, განსაკურებულ აქტუალობას იძენს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა საკითხების გაუმჯობესების პროცესში მისი ოფისის აქტიური ჩართულობისთვის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics