19:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 18:09:22, 579 ნახვა

საზოგადოება
Jandacva.ge-ის პრესკლუბში პირველ შეხვედრას დავით მაჭარაშვილი გამართავს

2 მარტს 16:00 საათზე jandacva.ge-ის პრესკლუბში (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - GAU, მის: ალექსიძის 8)  ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით პირველ შეხვედრას გამართავს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაჭარაშვილი. სასაუბრო თემა იქნება მედიკამენტების ხარისხი.

jandacva.ge-ის  პრესკლუბი - ეს არის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის  ერთობლივი პროექტი, რომლის ერთერთი ძირითადი მიმართულება მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა. ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ითამაშებს ერთგვარი მედიატორის როლს ჟურნალისტებსა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს შორის. ასოციაციის მიერ დაარსებული პრესკლუბი სისტემატურად უზრუნველყოფს მოსახლოებისთვის საინტერესო და საჭირო თემების განსახილველად გამოტანას. ჩვენ მიერ ორგანიზებული შეხვედრებით მედიის წარმომადგენლები შეძლებენ მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე. 

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებით ასოციაცია ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობას. ასოციაციის კარი ღიაა ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ყველა ჟურნალისტისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics