|
2024-12-10 16:15:32, 476 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი - 2025 წელს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება გაგრძელდება
საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია. ლაშა ხუციშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში, გამოყოფილია - 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი. როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის დასრულებულია 367 კილომეტრი მაგისტრალური გზა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულებულია 302 კილომეტრი, რაც მთლიანი მაგისტრალის 70%-ზე მეტია. მათ შორის, რიკოთის მონაკვეთზე დასრულებულია 48 კილომეტრის მშენებლობა და დარჩენილი ნაწილი დასრულდება 2025 წელს. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები კახეთის მაგისტრალის მიმართულებით, რომლის ფარგლებში, უკვე გაიხსნა ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი მაგისტრალური გზა და თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი გზა. მომავალ წელს გაიხსნება დამატებით 17-კილომეტრიანი მონაკვეთი. მომდევნო წლებში დაგეგმილია ბათუმი-სარფის, ქობულეთის დამატებითი ორი ზოლის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელის და გასასვლელის, წიწამური-ჟინვალის, ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი - თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზების მშენებლობა. ფინანსთა მინისტრის თქმით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მიიმართება 228 მილიონ ლარამდე, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მონაკვეთის დარჩენილი ნაწილის მშენებლობის დაწყება. ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე გათვალისწინებულია 500 მილიონ ლარზე მეტი. წყალმომარაგების კომპანია საკუთარი რესურსიდან დამატებით მიმართავს 250 მილიონ ლარზე მეტს, შესაბამისად, ჯამში ამ მიმართულებით 750 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
2025 წელს მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე მიიმართება 75 მილიონი ლარი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციაზე - 366 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 150 მილიონი ლარი. სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ხოლო თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)