16:57 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 15:43:27, 462 ნახვა

საზოგადოება
იოსელიანი - სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო - მათზე ზემოქმედება დაუშვებელია

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო, მათ შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანმა ისაუბრა ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე და აღნიშნა, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

"გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები. შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ თვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით ის, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე ჩამდენმა პირებმა უნდა აგონ პასუხი",- განაცხადა ლევან იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics