23:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 16:12:02, 362 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ვისაც უნდა იმან დამკითხოს, სადაც უნდათ იქ მივალ და რა დოკუმენტებიც უნდათ, მივიტან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე საჯარო დისკუსიას წყვეტს. როგორც ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ნებისმიერ ფორმატში  ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"ყველა დოკუკენტი სახეზეა, ყველამ ილაპარაკა, ყველა გზავნილი სახეზეა, ვისაც უნდა რომ გაიგოს,  გაიგებს, ვისაც შეუძლია წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი პირველ კლასში რომ ასწავლიან გამოიტანოს, ამ შინაარს გამოიტანს, ვისაც არ უნდა მაინც ვერ გაიგებს, ამიტომ ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა იმან დამკითხოს, სადაც უნდათ იქ მივალ, რა დოკუმენტებიც  უნდათ, იმათ მივიტან, ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ, ყველასთან ყველანაირი ფორმატის საუბრისთვის, მაგრამ საჯაროდ ეს თემა დავამთავრე", - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics