22:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 12:21:22, 468 ნახვა

პოლიტიკა
აქუბარდია - ამ ქვეყანაში სიმართლის თქმა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული

10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, ივანიშვილმა უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს ისევე, როგორც სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, „ამ ქვეყანაში სიმართლის თქმა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული“.

„10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, ივანიშვილმა უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს ისევე, როგორც სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. გუშინდელი ფაქტი პირველი არ არის. შეგახსენებთ, გურამ როგავას წინააღმდეგ პოლიციელის მხრიდან ასევე გამიზნული თავდასხმა მოხდა, რომელიც ბეწვზე გადარჩა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული. ამიტომ, ნებისმიერი მათი განცხადება არის სიყალბე და ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მიუხედავად მშვიდობის შესახებ მათი ყალბი განცხადებისა. დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა. თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი მართავს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი შექმნილი ქაოსიდან არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ოთხივე პოლიტიკური ძალა ისევე, როგორც ქართველი ხალხი ერთად ვითხოვთ“,- განაცხადა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics