|
2016-03-01 14:50:01, 542 ნახვა
საზოგადოება
აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ ლადო ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, აგლაძის ქუჩაზე ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამოცვლა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. პროექტის მიხედვით ეწყობა ახალი ბორდიურები. დავით ნარმანიას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აგლაძის ქუჩა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. „წლების განმავლობაში აქ პრობლემა იყო არა მხოლოდ გზა, არამედ, მოუწესრიგებელი მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. ახლა ქუჩა კაპიტალურად კეთდება, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, გამოიცვლება წყლის მილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია გზის ხარისხი, რადგან აქ საკამოდ ბევრი მოსახლე ცხოვრობს, არის სამრეწველო ობიექტები და ბაზრობა, მოძრაობს ფართოგაბარიტიანი ტრანსპორტი. რეაბილიტაციის შემდეგ ეს გზა მაღალი ხარისხის იქნება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. „საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების ფარგლებში მიმდინარეობს. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში - თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)