|
2016-03-01 14:23:36, 2352 ნახვა
Lifestyle
ალექსი პეტრიაშვილი: არ გეგონოთ ციებ-ცხელება მაქვს! მალე მწყობრში ვიქნები
არ გეგონოთ ციებ-ცხელება მაქვს! მალე მწყობრში ვიქნები, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „არ გეგონოთ ციებ-ცხელება მაქვს! მალე მწყობრში ვიქნები, მანამდე კი მომესმა ეს ბრძოლის ყიჟინა და რა გავაკეთო! საქართველო გაიმარჯცებს! უკვე გული მიგრძნობს, მეც იქვე ახლოში ვიქნები!“, - წერს პეტრიაშვილი. პეტრიაშვილის პოსტს მხატვრული ფილმიდან „ბაში-აჩუკი“ „ბრძოლის სიმღერა“ აქვს დართული. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)