21:32 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 13:09:51, 670 ნახვა

სამართალი
მუხაშავრია პეტრიაშვილის დაჭრაზე: მუხლი არ უნდა გადაკვალიფიცირდეს

იურისტი ლია მუხაშავრია  მიიჩნევს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების მუხლი არ უნდა გადაკვალიფიცირდეს.
როგორც მუხაშავრიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, დაზიანებების მიხედვით, გამოძიება სწორედ  განზრახ მძიმე დაზიანებების მუხლით უნდა მიმდინარეობდეს  და არა- განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით:
"ალბათ განზრახ მკვლელობა არ იყო ეს იმიტომ, რომ დაზიანებბის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, იყო სხეული განზრახ მძიმე დაზიანება და არა მკვლელობის მცდელობა. ამიტომ, ვფიქრობა ასეთი კვალიფიკაცია უნდა იყოს და შემდეგ ვნახოთ", - ამბობს ლია მუხაშავრია.
შეგახსენებთ,  26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics