03:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 14:09:42, 392 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ზელენსკის - უკეთესად ვერც ვიტყოდი - მადლობა ვოლოდიმირ!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ  18 პირის მიმართ სანქციების დაწესებას ეხმაურება.

ზურაბიშვილი აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობას უხდის.

„უკეთესად ვერც ვიტყოდი. მადლობა ვოლოდიმირ! რუსეთი ცდილობს, შავ ზღვაზე კონტროლი დაიბრუნოს!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, 5 დეკემბერს უკრაინამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ  18 პირის მიმართ სანქციები დააწესა. განკარგულების თანახმად, სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე, კახა ბექაური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics