13:34 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 20:52:51, 486 ნახვა

სამართალი
პოლიციამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა

სამართალდამცავებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

ხუთივე პირი ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან თავად პოლიციამ გაიყვანა.

პარალელურად პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩხრეკის შემდეგ, ოფისიდან დალუქულ მდგომარეობაში, რამდენიმე ნივთი წაიღო.

შეგახსენებთ, მანამდე, სამართალდამცავებმაკოალიცია ცვლილებისთვისერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია, ახალგაზრდული ორგანიზაციადაფიონისდამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ 2 წევრი - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics