|
2024-12-04 18:44:11, 450 ნახვა
სამართალი
სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან
სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას, მისი მეუღლე, ანა კვანჭილაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ანა კვანჭილაშვილი, bm.ge-ის ჟურნალისტის, ელენე კვანჭილაშვილის დაა. "საბასთან მივიდნენ ახლა სახლში !კახა შევარდენიძის #3 ძალიან გთხოვთ, მიდით ვისაც შგიძლიათ'', - წერს ვანჭილაშვილი" ამასთან, მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები დედამისის სახლიც იმყოფებოდნენ. ხოტახნის წინ აქტივისტების ჩხრეკას გამოეხმაურა BMG დირექტორი გიორგი ისაკაძე. "დღეს საღამოსკენ ასეთი ამბავი მოხდა (წინასწარ ბოდიში, ვინც მიცნობს იცის-არ მჩვევია ბილწსიტყვაობა): ჩემი მეგობრის, პარტნიორის და კოლეგის,Elene Kvanchilashvili (ელენე კვანჭილაშვილი) დედას მარინა კვანჭილაშვილი ბასილაშვილი მიადგნენ საღამოს 5 საათისკენ 4-5 ფორმიანი, გაზის შემმოწმებლებად გაასაღეს თავი,კარის გაღებაზე უარი მიიღეს,დაემუქრნენ მარინას (ვინც არ იცნობთ,მარინა არის მალხაზ კვანჭილაშვილის ქვრივი და ამ ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი, თაობების აღმზრდელი) კარის ჩამოღება-შემტვრევით. ამით შეშინებულმა ქალბატონმა (სახლში მის გარდა Ana Kvanchilashvili-ს ორი მცირეწლოვანი ტყუპი, მარინას შვილიშვილები იყვნენ) კარი გააღო. ეს ფორმიანი ნაბოზრები შეცვივდნენ როგორც ნამდვილ ძაღლობას ეკადრება,მოაწყვეს შმონი.ცხადია ვერაფერი იპოვეს. მალხაზის წიგნების, მარინას კონსპექტების და ტყუპების სათამაშოების გარდა,წაეთრნენ. სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა ეს ყველაფერი (არასრული 10 წუთი), რაც საკმარისი აღმოჩნდა ხანშიშესული ბებიისთვის, დედისთვის და მასწავლებლისთვის სერიოზული პრობლემები შემქმნოდა ჯანმრთელობაზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარება BMG • ბიემჯი-ს ოფისიდან გამოვიძახეთ,რადგან ელენეს პირდაპირ ეთერი ჰქონდა რომელმაც მიასწრო ყველას მისვლა. ამ დროისთვის შედგენილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველანაირი დასკვნა,და მარინა კვანჭილაშვილი ბასილაშვილი უკეთ არის. გადარჩენილია ინსულტს და გულის შეტევას (ჩემი კომენტარი არ არის, ექიმების წინასწარი დასკვნებია).მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დასტაბილურებულია, მაგარი ქალია და არც კლინიკაში გადაყვანას საჭიროებსო. ხოდა,რით დავიწყე და რისი თქმა მინდოდა: - იმ ფორმიანებთან საქმე არ მაქვს. მაგ "ინკასატორების" სახელებს და გვარებს, ისევე როგორც მათი უფროსებისა ადრე თუ გვიან ამოვაგდებთ. პასუხსაც მიიღებენ. პასუხში კანონს და სამართალს ვგულისხმობ, რომელიც ამ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება. დაბრუნდება ნიშნავს (ვწერ იმბეცილებისთვის, ვედრო მანეთად ხართ) რომ კანონი(და მისი აღსრულება)ამ ქვეყანაში "შვებულებაშია" ბოლო 20 წელიწადია მინიმუმ! - არც მმართველ პარტიაზე დავწერ რამეს.მათზე ჩემი აზრი ცნობილია და მომავალშიც მეტი გეცოდინებათ. - აი, "ქართული ოცნება" მხარდაჭერებს კი ორიოდ სიტყვა სათქმელი და ამას ცალკე გეტყვით! სართულიანი მოკითხვები ამხელა პოსტში რომ მოგიძღვნათ თქვენთვის ბაირამობაა! მაგას ცალკე მიიღებთ. და, არამარტო ამ ამბის გამო! -წერს ისაკაძე ფეისბუქზე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)