21:58 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 12:15:51, 449 ნახვა

პოლიტიკა
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ევროკომისია დადებითად აფასებს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადდა.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 როგორც ევროპული კომისიის ანგარიშშია ნათქვამი, „ის მნიშვნელოვნად აფართოებს დაცული დისკრიმინაციული ნიშნების ჩამონათვალს“.

"პოზიტიურად არის შეფასებული ისიც, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა დამოუკიდებელი ორგანოს − სახალხო დამცველის აპარატის, მიერ ხორციელდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ფუნქციის შესრულებისათვის ომბუდსმენის აპარატმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება მიიღო",-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ევროპის საბჭოს ფარგლებში დაარსდა 2002 წელს. კომისია ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს  რასიზმისა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics