04:51 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 11:39:20, 440 ნახვა

პოლიტიკა
პეტრიაშვილი პოლიციელებზე - ბევრის მოთმენა უწევთ ბიჭებს - ცდილობენ, კომუნიკაციაში შევიდნენ, მოეფერონ

ბევრის მოთმენა უწევთ ბიჭებს - ცდილობენ, კომუნიკაციაში შევიდნენ, მოეფერონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ.

„პირდაპირ მიდიან და წარმოუდგენელი სიტყვებით ახდენენ ამ ადამიანების ე.წ. ბულინგს, შეურაცხყოფას. ძალიან ბევრის მოთმენა უწევთ ამ ბიჭებს და პირიქით ცდილობენ, კომუნიკაციაში შევიდნენ ამ ადამიანებთან, მოეფერონ, მაგრამ ის ერთეული გადაცდომები რაც ხდება, ალბათ, ვეღარ შეძლეს ამ ადამიანებმა ამ ყველაფრის მოთმენა, რაც სამწუხარო ფაქტია და ყველა ადამიანი აგებს კანონის წინაშე პასუხს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გაუფრთხილდნენ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს ღირსეულ ადამიანებს. ეს არის წარმოუდგენელი, რაც ხდება. ვუსურვებ მშვიდობას ჩვენს ახალგაზრდებს და პოლიციელებს“,- თქვა პეტრიაშვილმა „იმედის“ ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics