15:30 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 15:19:50, 295 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო

ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია.

„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში, მიმდინარე, ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით.

მათ შორის, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა შეიძლება, შეწყდეს. ასეთი განცხადებების გავრცელების, ან შიშის არავითარი მიზეზი, ობიექტურად, არავის გააჩნია. ეს პროგრამა გრძელდება, გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო. გაუმჯობესება და განვითარება თუ ექნება, თორემ,  შემცირებით, ან რაიმეს გამოკლებით, არაფერი იგეგმება.

აქედან გამომდინარე, მინდა, საზოგადოება იყოს მშვიდად და არ აყვეს ასეთი ტიპის ინფორმაციებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ემსახურება ერთადერთ მზიანს - ცრუ პანიკა გამოიწვიოს საზოგადოებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics