|
2016-02-29 19:27:41, 900 ნახვა
სამართალი
ახვლედიანი მოსამართლე ბადრი შონიაზე: თქვენ ჰკითხეთ, რა დასაბუთებით აიცილა ის საქმე, რაც საჯარო არ გამხდარა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და მდივანთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ახვლედიანმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას ბადრი შონიას განცხადებაზე ისაუბრა, სადაც ის ამბობს, რომ საქმე მივლინებაში ყოფნისას დაეწერა. მამუკა ახვლედიანის განმარტებით, მაშინ ბადრი შონიამ ძალიან ცუდი დამოკიდებულება გამოიჩინა და საქმე მისთვის მიუღებელი ფორმით აიცილა. ამასთან, ახვლედიანის განმარტებით, მის მოსაზრებებს მხოლოდ 20-მდე მოსამართლე ემიჯნება, რომლებსაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებთ. მამუკა ახვლედიანის თქმით, არიან მოსამართლეები, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ: "სულ 10-15, მაქსიმუმ 20 ადამიანია სასამართლო სისტემაში, რომლებიც ამ საკითხებზე კომენტარებს აკეთებენ და აქტიურობენ. თუ ვინმე აპროტესტებს, არიან ესენი, მაგრამ არ ვაპროტესტებ, ამას არ აფიქსირებს არავინ და მოვა მაგის მომენტიც და დაფიქსირდება. რას ნიშნავს შვებულებაში თუ არის რატომ დაწერა საქმე? ბატონ ბადრი შონიას შეუძლია ვინმემ ჰკითხოს, როგორ ხდება სასამართლო სისტემაში. გუშინ ხომ არ დაიწყო მუშაობა?! თქვენ ჰკითხეთ, როგორ აიცილა ეს საქმე, რა დასაბუთებით, რაც საჯარო არ გახდა არავისთვის. მარტო დაწერა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო არმინდა ამ საკითხის განხილვა. მეტი არაფერი და აიცილა ეს საკითხი, რაც ძალიან ცუდი დამოკიდებულება იყო და მე უბრალოდ კოლეგა იყო და აღარ გადავაგზავნე.... თქვენ მოისმინეთ ერთი არგუმენტაცია ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ბრძანებები არასწორად გამოვეცი და ამ დროს სასამართლოში მისვლით რა გაიკითხა, თუ ჩემი დარღვევები იყო, რაზეც ისინი საუბრობდნენ, დაეწერა საბჭოს თავის გადაწყვეტილებაში და დაესაბუთებინა, რომ მე ცუდი მენეჯერი ვარ. ეს ყველაფერი აბსურდია, დადგმული თეატრია 15-20 ადამიანის მხრდიან", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)