21:58 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 17:19:52, 507 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: კობა გვენეტაძეს კანდიდატურას მხარს ვუჭერთ

"თავისუფალმა დემოკრატებმა" ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს მოუსმინეს. კობა გვენეტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწევტილებას პარტია რამდენიმე დღეში მიიღებს, თუმცა "თავისუფალი დემოკრატები" აცხადებენ, რომ გვენეტაძე პროფესიონალია და მის მიმართ კითხვები არ არსებობს.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, კობა გვენატაძეს პროფესიული გამოცდილება ძალიან საფუძვლიანია.

“მისი პროფესიული გამოცდილება ძალიან საფუძვლიანია და გვაძლევს იმის განცდას, რომ მას არ უნდა დავუჭიროთ მხარი, ახლა კიდევ იმიტომ შევხვდით, რომ გავიგოთ მისგან დეტალებში რა მიზნები აქვს როგორი აპირებს ეროვნულ ბანკში მოღვაწეობას და შემდგომ თუ მოხდება მისი დამტკიცება ამას რა თქმა უნდა დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენ და მე პირადად მხარს ვუჭერ მას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა   ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება.

“ახლა ბუნებრივია არის დრო პლენარულ სესიაზე ბატონი კობას მხარდაჭერის, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, როდესაც ბატონ ქადაგიძეს ეწურებოდა ვადა იმ დროისთვის უკვე ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი და ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა  და მიეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება“,  - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics