20:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 16:25:10, 409 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - დღის წესრიგში არ იქნება მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს

დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მდინარაძის თქმით, ძალადობა აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია.

„1. ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!

კიდევ უფრო მოკლედ:

ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ.

მგონი რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს!

ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე.

ამავე დროს, ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და „შეშფოთება“ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც იმედის ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია!“- წერს მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics