21:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 02:04:29, 395 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ასეულ პოლიციელზე დგას, უკიდურესად სუსტია და მას ხალხის ძალის ეშინია

დღეს ჩვენი ქვეყანა არის დასაცავი, გზა არის ძალიან კონკრეტული - ყველანი ერთად და ბრძოლა ბოლომდე, სხვა გამოსავალი არ არსებობს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ასეულ პოლიციელზე დგას, უკიდურესად სუსტია და მას ხალხის ერთობლივი ძალის ეშინია“.

„დღეს ჩვენი ქვეყანა არის დასაცავი. გზა არის ძალიან კონკრეტული - ყველანი ერთად და ბრძოლა ბოლომდე სხვა გამოსავალი არ არსებობს. შევთანხმდით და ვადასტურებ, რომ პოლიტიკური პარტიები ვიქნებით ერთად, მაგრამ მხოლოდ პარტიების ერთად ყოფნა არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ჯგუფის, ხალხის ერთობა და საყოველთაო დაუმორჩილებლობა. რეჟიმი, რომელიც დგას რამდენიმე ასეულ პოლიციელზე, უკიდურესად სუსტია. მერწმუნეთ, მათ უფრო ეშინიათ ჩვენი, ვიდრე ვინმე სხვას. მათ ეშინიათ, ხალხის და ძალა თქვენშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics