|
2024-11-28 20:55:08, 3124 ნახვა
სპეციალური ანონსი
„ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება
ხვალ, 29 ნოემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 22-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, 14:00 სთ-ზე, გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაათვალიერებს. მათივე ინფორმაციით, გამოფენა 29 ნოემბრიდან - 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 სთ-მდე ტარდება. დასწრება უფასოა. გამოფენის ფარგლებში, 30 ნოემბერს, ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის WOWAYZ სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი ედვინ ჰუბერსი (Edwin Huybers) ორ ტრენინგს 11:30-13:00 სთ-ზე (პირველი ტრენინგი) და 15:00-17:30 სთ-ზე (მეორე ტრენინგი) გამართავს. დასწრება თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)