|
2024-11-28 12:47:24, 319 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
„თიბისი კონცეპტის“, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, 6 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური, 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელთა შორის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. წლევანდელ ფესტივალზე. დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA სპეციალურ ფულად ჯილდოს აწესებს, რომელიც დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ჯილდოს გასცემს. კატეგორიაში „ადამიანის უფლებები კინოში” ჯილდო გადაეცემა დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს, რომელთა თემატიკაც ადამიანის უფლებათა საკითხს ეხმიანება. გამარჯვებულებს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, სპეციალური ჟიურის გამოავლენს და დააჯილდოებს. წელს საკონკურსო ფილმების გარდა, ქართულ პანორამაში ვიხილავთ სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სექციას, სადაც ნაჩვენები იქნება დებიუტანტი ავტორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალის დეტალური პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ: https://tkt.ge, https://biletebi.ge, https://www.kinoafisha.ge
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)