|
2024-11-28 11:58:45, 424 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბერიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. „თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მომიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი -5, -8 გრადუსამდე დაეცემა. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 დეკემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსლოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შესაძლოა-4, -6 გრადუსამდე დაეცეს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6, -10 გრადუსამდე დაეცემა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -4, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8, -13 გრადუსამდე დაეცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)