00:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 17:01:31, 421 ნახვა

პოლიტიკა
როთი - საქართველოს რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება

საქართველოს, ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.

როგორც როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოს „გაყოფილი ქვეყნის ერთმანეთთან შერიგება არ სურს“.

„მმართველ პარტიას სრული ძალაუფლება სურს. მას გაყოფილი ქვეყნის ერთმანეთთან შერიგება არ სურს. საქართველოს, ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება“, - წერს მიხაილ როთი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics