00:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 14:16:57, 322 ნახვა

პოლიტიკა
სონღულაშვილი - ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე

ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე, რათა საქართველო იყოს ღირსეული და სანდო პარტნიორი სხვადასხვა ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტსა, იმ ოლქს (გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები), რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, პარლამენტის განსაკუთრებული მხარდაჭერის და ჩემი მხრიდანაც, ჩვენი სამინისტროს მხრიდანაც თავისთავად ცხადია, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობა გვექნება როგორც კერძო სექტორთან, ასევე თითოეულ შესაბამის კომიტეტთან, რომლის საკითხებზეც გვექნება აქტიურად სამუშაო. წარმატებები თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics