05:43 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 13:56:51, 302 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - სამართალდამცველებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი კვლავ გაგრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

შესაბამისი განცხადება ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას  განაცხადა.

„2024 წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი კვლავ გაგრძელდება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics