01:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 13:33:38, 681 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება.

დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრა კი, ცოტა ხნის წინ გაიმართა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, არჩევებიდან მე-3 კვირას ჩატარდება.

პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი შედის.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics