|
2024-11-20 11:43:26, 336 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ESG მიმართულების ხელმძღვანელმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია - „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა. ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ „საქართველოს ბანკის“ პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. მან მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც მონაცემების ნაკლებობას უკავშირდება. მისი საუბარი, ასევე, შეეხო მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მდგრადი დაფინანსების კუთხით არსებობს და განიხილა სამომავლო გეგმებიც, რომლებიც ბანკს მდგრადობის მიმართულებით აქვს განსაზღვრული. ამ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ:
მეორე პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“, ანა ოსაძემ „საქართველოს ბანკში“ დანერგილი ინიციატივების შესახებ ისაუბრა. პანელი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ. პანელური დისკუსის მონაწილეებმა მკაფიო ანგარიშგების, რეგულაციების შესაბამისობისა და მდგრად დაფინანსებაში პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს. სესიაზე ასევე განხილული იყო საუკეთესო პრაქტიკები, გამოწვევები და ახალი სტანდარტები, რომლებიც აძლიერებს ანგარიშვალდებულებას და ორგანიზაციებს მდგრადი ფინანსური ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება. ამ პანელზე მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების აზერბაიჯანის ქსელის ქვეყნის მენეჯერმა, სამირ მამადოვმა, აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსმან ხალიევმა, თურქეთის განვითარების საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იბრაჰიმ ოზთოფმა და Freedom Holding Corp-ის მდგრადობის მთავარმა ოფიცერმა ბაგლანა მუსინამ.
ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკში“, ESG სტრატეგია ბიზეს სტრატეგიის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტი ESG კრიტერიუმებს ითვალისწინებს როგორც ბიზნეს დაკრედიტების, ისე შემდგომი მონიტორინგის, შესყიდვებისა თუ თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)