|
2024-11-19 16:31:48, 296 ნახვა
საზოგადოება
გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, საგანმანათლებლო პროექტით ისარგებლონ
პენიტენციურ სისტემაში რიგით მე-6 “ციფრული უნივერსიტეტია“, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პენიტენციურ სისტემაში ციფრული სწავლების დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პატიმართა რაოდენობაც. მათივე ინფორმაციით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 43% -ით მეტი ბრალდებული/მსჯავრდებული დარეგისტრირდა. ქართული ინოვაციური პროექტის სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვის პროცესი გრძელდება. “აღსანიშნავია, რომ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) “ციფრული უნივერსიტეტი“ 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა. №8 დაწესებულების მასშტაბური სარეაბილიტაციო სივრცე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა მოადგილე გიორგი გიორგაძესა და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. დაწესებულების ახალ სარეაბილიტაციო სივრცეში, რომელიც პატიმრებს თავისუფალი დროის უფრო ნაყოფიერად გატარებისა და სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს, მოწყობილია ხისა და კერამიკის სახელოსნოები. აქ მსჯავრდებულებს დარგის სპეციალისტები ახალ პროფესიას შეასწავლიან, შემდგომ კი, დასაქმდებიან. სრულად განახლდა დაწესებულების ბიბლიოთეკაც, რომელიც განკუთვნილია როგორც სამკითხველოდ, ისე ფილმების საჩვენებლად და სტუმრებთან შესახვედრად. მოეწყო სივრცეები მსჯავრდებულებთან ფსიქოსარეაბილიტაციო და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ჩასატარებლადაც. სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის შესაძლებლობა პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით მუშაობას სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)