|
2024-11-19 11:08:17, 299 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მიხეილ სარჯველაძემ, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსია ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირების, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, წარმატებული ინიციატივების გამოვლენისა და მისი ფართო მასშტაბით განხორციელების წახალისების მიზნით გაიმართა. მაღალი დონის შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, აღნიშნა, რომ სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობაზე კლიმატური გავლენის საზომი სისტემის შექმნაზე, გავლენის შემსუბუქებასა და ადაპტაციის ინსტრუმენტების დანერგვაზე.
მიხეილ სარჯველაძემ, მრგვალი მაგიდის ფორმატის, სამმხრივ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტებს წარმომადგენლებმა, კლიმატისადმი მედეგი მომავლისათვის, მწვანე სამუშაოებში ინვესტირებასა და ადამიანური რესურსის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ, განვითარებადი ინდუსტრიის მოთხოვნების საპასუხოდ, აუცილებელია სამუშაო ძალის საჭირო უნარებით აღჭურვა/გადამზადება.
მაღალი დონის შეხვედრებში, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)