07:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 22:13:35, 351 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეები კიდევ 24 საათი დარჩებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ შეკრებილი მოსახლეობა ადგილზე კიდევ 24 საათით დარჩება და მეორე ღამეს გაათენებს.  - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობას ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ აცნობეს.

ადგილზე მყოფი მოქალაქეებისთვის ადგილზე მოტანილია პლედები, საკვები, დამტენები და ცხელი სასმელები. ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

"სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას. არჩევნებს არა აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც პრეზიდენტის მხრიდან და დღეს, საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ - ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით",- განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics