09:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 13:21:31, 388 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი და ამ თანხებს მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადავცემთ

გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება და ამ თანხებს მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადავცემთ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას  განაგრძობს.

„საქართველოს საკითხზე დღეს ყველა იმსჯელებს და აუცილებელია, კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე მინისტრებს შევთავაზებ, რომ შევწყვიტოთ მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, რომელიც მთავრობას მიეწოდება. გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება და ამ თანხებს მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადავცემთ. ანუ 100 მილიონ ევროს ავიღებთ და სამოქალაქო საზოგადოებას მივცემთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული იქამდე, სანამ მთავრობა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. იმისთვის, რომ ამ გზას დავუბრუნდეთ, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს“,- აცხადებს ბორელი, რომელმაც კომენტარი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთა და თქვა, რომ საჭიროა გამოძიება.

შეგახსენებთ, დღეს, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics