2024-11-16 10:35:39, 393 ნახვა
საზოგადოება
შსს - 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება
17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს გადაუდებელი დახმარების მისაღებად ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება.
გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384; 591946840; 591946870; 591544375. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,