11:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 11:31:13, 358 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - პროკურატურის მიერ დაყადაღებულ საარჩევნო დოკუმენტებში არის ინფორმაცია, რომელიც სისტემურ დანაშაულს ადასტურებს

პროკურატურის მიერ დაყადაღებულ ყველა საარჩევნო დოკუმენტში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით სისტემურ დანაშაულს ადასტურებს,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოცლიაურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს.

ხაზარაძის განცხადებით, “პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“.

“26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთანავე “ძლიერმა საქართველომ” ოფიციალურად მიმართა ცესკოს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გახსნასთან დაკავშირებით, რათა მომხდარიყო შედარება სიებსა და ვერიფიკაციის აპარატში გავლილ, რეგისტრირებულ გვარებს შორის.

ეს მოთხოვნა დავაყენეთ საქართველოს 73-ვე ოლქში, საიდანაც უარი მივიღეთ. საარჩევნო ადმინისტრაციის უარი გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ასევე სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ, 73-ვე ოლქის მიერ შეჯამებული არჩევნები გავასაჩივრეთ ცესკოში, ხოლო ცესკოს უარი - თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღეს საბოლოოდ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. ცესკომ  პროკურატურას გამოძიება დააწყებინა არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიტიკურ ლიდერებს ატარებენ გამოკითხვაზე. რეალურად კი, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურას დაეყადაღებინა ყველა აპარატი და საარჩევნო დოკუმენტაცია, რაც განახორციელა და დალუქა სპეციალურ საწყობში. ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვია, რომ მიმდინარეობს დანაშაულის კვალის დაფარვა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არჩევნები არის მიტაცებული! ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“,- წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics