23:06 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 21:57:24, 539 ნახვა

მსოფლიო
რუტე - მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი

მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

როგორც რუტემ აღნიშნა, ნატო უნდა დაეხმაროს უკრაინას ომის დასრულებაში მოლაპარაკებების გზით, თუმცა ეს ძალის პოზიციიდან უნდა მოხდეს.

"მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი. მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ ძალის პოზიციიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის თავდაცვითი დახმარების მიწოდება, რათა მათ მივცეთ საშუალება, იყვნენ ძლიერ მდგომარეობაში, როდესაც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას",- დასძინა მარკ რუტემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics