14:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 22:11:13, 497 ნახვა

პოლიტიკა
პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებსაც მიმართა.

"გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი, რადგან ამის საჭიროება არ არის რაოდენობიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თქვენი იდენტიფიცირება. აქციის ორგანიზატორი დაჯარიმდება 5 000 ლარით, აქციის მონაწილეები დაჯარიმდებიან 500 ლარით. ახლა თქვენ გინდათ მოუწოდეთ და დაგადაიყვანეთ ეს ხალხი გზის სავალი ნაწილიდან, თუ არა და ჩვენ ვიწყებთ ამ ხალხის იდენთიფიცირებას. აქ ჩვენ ვაფასებთ ვითარებას, პოლიციელები ვართ", - ამბობს მემანიშვილი.

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მსვლელობის მონაწილეებს ორივე სანაპირო გადაკეტილი აქვთ.

ცოტა ხნის წინ, მარშის ორგანიზატორი „ფეისბუქ-ჯგუფის“, სახელწოდებით „დაიტოვე“, წარმომადგენელმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართა, რომ დღეიდან დედაქალაქის პარალიზებას დაიწყებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics