16:39 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 15:20:29, 1276 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთში პოლიციის ამოცანებს ე.წ. ტრადიციული რუსული ფასეულობების დაცვა და განმტკიცება ემატება

რუსეთში პოლიციის ამოცანებს "ტრადიციული რუსული ფასეულობების" დაცვა და განმტკიცება ემატება. როგორც Meduza წერს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ბრძანება უკვე მოამზადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანების შესახებ დებულებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა, შეთავაზებულია დაემატოს შემდეგი ტექსტი: "ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელება".

დადგენილების პროექტი შემუშავდა 2024-2026 წლებში „რუსული ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების“ განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც დაამტკიცა მთავრობამ 2024 წლის ივლისში.

როგორ მოიქცევა შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე“, არ არის ცნობილი.

აღსანიშნავია ისტორიული ექსკურსი, გესტაპო იყო მესამე რაიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია 1933-1945 წლებში. ორგანიზაციულად გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. შეიქმნა ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლთა გასანადგურებლად ასევე ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე“, გესტაპო ითვლება ნაციზმის ტერორის სიმბოლოდ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics