2024-11-05 09:49:34, 345 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესაებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება, ყველაზე გვიან - ჰავაის.
ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში - "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკელი პარტიის" კანდიდატი დონალდ ტრამპი.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან, სულ მცირე, 270 ხმა უნდა მიიღოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,