23:45 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 16:06:45, 345 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

"აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ მოეწყობოდა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის მოეწყო ატრაქციონები, ასევე, ქვედა ტერიტორიაზე არის საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანი, რომელიც რეაბილიტირდა. სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია, დამონტაჟდა ღამის განათებები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს. მინდა, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგეობას და მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი კარგი პროექტის განხორციელებისთვის",- განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

სამუშაოების ფარგლებში,  12 117 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე  განთავსდა  ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, განახლდა სპორტული მოედანი; სკვერის მნიშვნელოვანი ნაწილი  გამწვანებას დაეთმო და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 847 408 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციას თბილოისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics